ამირან გამყრელიძე პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა


„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ამირან გამყრელიძე „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლებს და პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლთან და ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის დაჰეპატიტის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია  ესწრებოდნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდა ადგილობრივი თვითმმართველობა ხობის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის დაჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით საპილოტე პროგრამას ახორციელებენ. დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5000-ზე მეტ მოქალაქეს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდა.
პროგრამა 1 აპრილს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.