კონცერტი - „საოცარი მეგობრობა დავხატეთ“

ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში კონცერტი სახელწოდებით - „საოცარი მეგობრობა დავხატეთ“ გაიმართა. მაყურებლის წინაშე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ქართული ხალხური ცეკვებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას აღსაზრდელთა მშობლები, ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მოსამსახურეები ესწრებოდნენ. სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს ბაღის დამთავრება საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დოდო გაბუნიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ, ნონა შამათავამ მიულოცეს. დღეს, ასევე, გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართა: საჯიჯაოს, ბიის და ნოჯიხევის საბავშვო ბაღებში. ხუთ ივლისამდე, მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება.

































ზუბის ბაღი



ზუბის ბაღი

ზუბის ბაღი