ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. ქალაქ ხობში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შიდა გზების, ჩიხების და ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები. ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. აზიურის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ქიმიური წამლობა დღეს დაგეგმილია საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში (ზენი, საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ზუბი და ჯაპიშაქარი). დღეის მდგომარეობით ქიმიური წამლობა დასრულდა: ძველი ხიბულის, ბიის, საგვიჩიოს, ხეთის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge