სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - „მხიარული სტარტები“


7 მარტს, დასრულდა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მოძრავი თამაშები - „მხიარული სტარტები“. შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. რომელთაგან პირველი ადგილი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეეთ გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. სპორტული შეჯიბრება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები. ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.