სტადიონზე მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა დამონტაჟდა

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის ცენტრალური სტადიონის ახალაშენებულ კორპუსზე დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი მოწყობილობები; ხოლო ფეხბურთელებისა და მსაჯების ოთახებისთვის შეძენილ იქნა ავეჯი (სკამები, მაგიდები, ტუმბოები). შესყიდული საქონლის მთლიანმა ღირებულებამ 9109 ლარი შეადგინა.