ქრისტინე ბუკია ეროვნული პირველობის გამარჯვებულია


11 მარტს, თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში. 
ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
I ადგილი - ქრისტინე ბუკია (41 კილოგრამ წონითი კატეგორია)
III ადგილი - საბა გულუა (40 კილოგრამ წონითი კატეგორია)
ხობელ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.