5-6 მარტს, ქალაქ ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა. ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
63 კილოგრამ წონითი კატეგორია
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. ირაკლი ნაკაშია (ხობი) 
3. ლაშა ჯანელიძე (წყალტუბო) და მამუკა გურული (რუსთავი)
72 კილოგრამ წონითი კატეგორია
1. რამაზ ზოიძე (აჭარა)
2. გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
3. გოგა ფერტახია (ხობი) და გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
87 კილოგრამ წონითი კატეგორია
1. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
2. ლაშა დევიძე (თერჯოლა)
3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი) და გიორგი დევიძე (თერჯოლა).
ხობელ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.