კონფერენცია თემაზე ,,ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე“

6-7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“. კონფერენციაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია მონაწილეობდა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს - ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს მთავრობის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა. ორდღიან სამუშაო სესიებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებმა და მერებმა, თავიანთ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ერთამანეთს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას ისახავდა მიზნად.