5 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა


5 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
საკრებულოს სხდომაზე ცნობილ იქნა საკრებულოს წევრის რამინ ხილაძის უფლებამოსილება, როგორც ვადამდე უფლებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ირაკლი ბერაიას უფლებამონაცვლის. საკრებულოს წევრს ირაკლი ბერაიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ამავე სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს ვარაზ გაბედავას, მისი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო. 
საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე გაუქმდა ფრაქცია „ხობი“, რომელიც შექმნილი იყო სამი წევრის შემადგენლობით, მისი ერთ-ერთი წევრის ი. ნადარაიას მიერ ფრაქციის დატოვების გამო, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ფრაქციის გაუქმების შესახებ.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქ. N185-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-4 სართულზე განთავსებული საოფისე ფართი 6,6 კვ. მეტრი, გაიცეს ერთი წლის ვადით სარგებლობის უფლებით, იჯარით, აუქციონის წესით. ხოლო განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ასევე მიეცა თანხმობა მერს ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქ. №188-ში მდებარე, ამორტიზირებული შენობის გასხვისებაზე, მისი შემდგომი პრივატიზების მიზნით.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.