მუნიციპალური თამაშები კალათბურთში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის მუნიციპალური თამაშები აქტიურად მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტში. 4 ნოემბერს ქ. ხობში N 1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში გაიმართა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშების შემგომ, შედეგები ასე გამოიყურება: I ადგილი - ახალი ხიბულის N I საჯარო სკოლა II ადგილი - ახალისოფლის საჯარო სკოლა; III ადგილი - ხობის N1 საჯარო სკოლა. ახალი ხიბულის N I საჯარო სკოლა, მონაწილეობას მიიღებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის რეგიონულ თამაშებში, რომელიც თებერვლის თვეში დაიწყება, საქართველოს ყველა რეგიონში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ხორციელდება. ოლიმპიადა 2018-ში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე.