სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ბოლო სხდომა


10 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შემაჯამებელი  სხდომა ჩატარდა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
   სხდომას ხობის  მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.  თავმჯდომარემ ალექსანდრე არჩაიამ  და  საბჭოს წევრებმა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურის უფროსებმა.