გამგებლის ანგარიში მოსახლეობას (video)

1 ნოემბერს ქ. ხობის  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მოსახლეობას   გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიში შეეხებოდა 2016 წელს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე სოციალურ-ეკონომოკურ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ, სკოლამდელი აღზრდის და განათლების სფეროებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მზარდ ტენდენციას, რომელიც აისახა კონკრეტული ციფრებით და გამოვლინდა წარმატებით განხორციელებული პროექტების სახით. 
    გამგებელმა ანგარიშით წარდგენის შემდეგ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  გამგეობა შემდეგ წლებშიც აქტიურად იმუშავებს მუნიციპალიტეტის წინაშე  არსებული  გამოწვევების დასაძლევად.