შუა ხორგაში გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება 0,4 კვ-ის ქსელის სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები.   რეაბილიტაციის შედეგად დამონტაჟდება რ/ბ. 222 საყრდენი და 11335 მ. სიპ.სადენი.
დღეისათვის,  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ, ხობის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციული ერთეულია ინდივიდუალურად  გამრიცხველიანებული.