ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ხობში

7 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  სტადიონების ინსპექტირების ჯგუფმა, გია ისიანის ხელმძღვანელობით,  ქალაქ ხობის ცენტრალური სტადიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოები შეამოწმა.
    ინსპექტირების ჯგუფმა ,,კოლხეთის“-ის შესაბამის მუშაკებს ინსტრუქტაჟი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნების მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე ჩაუტარეს.
 არსებული სტადიონის ინსპექტირებისას ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია იმყოფებოდნენ.