სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში

28 მარტს ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე  სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში  დასრულდა. შეჯიბრში  ხობის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.  ჩემპიონ და პრიზიორ სკოლის  გუნდებს  თასი  და სიგელები გადაეცათ.  მესამე ადგილი დაიკავა ქვემო ქვალონის  საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო ჩემპიონობა ღირსეულად მოიპოვა  ქ. ხობის N1  საჯარო სკოლის გუნდმა. 
   სასკოლო სპორტული ოლიმპიადას  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია  ესწრებოდნენ.