„დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

„დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 18, 19, 20 სექტემბერს  ტარდება და მთელ ქვეყანას მოიცავს. 
    დღეს   საერთაშორისო აქციას "დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და  ა(ა)იპების წარმომადგენლები შეუერთდნენ.  საჯარო მოხელეებმა  და მოხალისეებმა  ქალაქის ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში  ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ჩაერთნენ, დასუფთავდა  ადმინისტრაციული შენობების,  სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები. 
    საქართველოში უკვე მეექვსედ  ტარდება ფართომასშტაბიანი აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში. პროექტს ორგანიზებას უწევდნენ  მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აქტივისტები და პროექტის კოორდინატორები.
    კამპანია „ რომელიც გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა 1992 წელს, ემსახურება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას და დღეისათვის მასში  135-მდე ქვეყანაა ჩართული.




































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!