ლამაზი დღე თორსის საბავშვო ბაღში

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულ თორსა-დღვაბის საბავშვო ბაღში სადაც 25-მდე აღსაზრდელი სწავლობს, გამგებლის წარმომადგენლის ედემ ლატარიასა  და ბაღის მთავარი სპეციალისტის იათამზე შარიას ინიციატივით,  შპს  საქართველოს ეთერზეთების გენერალური დირექტორი სებასტიან პუტიომკინი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მგალობლიშვილი ეწვვივნენ. (2011 წლიდან კომპანიას თორსის ტერიტორიულ ერთეულში 65 ჰა.მიწის ფართობი აქვს მფლობელობაში) სტუმრებმა აღსაზრდელებს საჩუქრად ტკბილეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები მოუტანეს და სამზარეულო ოთახის გარემონტებაში  დახმარებას დაპირდნენ. ბავშვებსა და სტუმრებს შორის თბილი ატმოსფეო შეიქმნა,  პატარებმა მათ მადლობა  ლექსებითა და სიმღერების შესრულებით გადაუხადეს.