„არა ქალებზე ძალადობას”

დღეს ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან, საქართველოს მასშტაბით ერთდროულად გამართულ აქციას   „არა ქალებზე ძალადობას“  მხარდასაჭერის მიზნით  ხობელებიც შეუერთდნენ.  ,,არა ძალადობას! არა ფემიციდს!“,  ,,ნამდვილი მამაკაცი ქალზე არ ძალადობს“, ,,ნუ დაჩაგრავ ქალს“,  „STOP  ქალთა მიმართ ძალადობას“,  „ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე“, „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“  -  მსგავსი ტრანსფარანტებით დაგმეს აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა  და  ბოლო პერიოდში გაზრდილი ფემიციდის შემთხვევები. აქციის ორგანიზატორმა,  სამეგრელოს გენდერული ქსელის ხობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა შულაიამ აქციის მონაწილეებთან ერთად ქუჩაში საინფორმაციო ფურცლები „ნარინჯისფერად გავაფერადოთ სამყარო“  და  „პოლიციის ვალდებულებები ოჯახში ძალადობის  შემთხვევაში“  დაარიგეს.