ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ხობში (video)

   
დღეს, საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში  გაუმართავი მანქანები ახალი “Ford”-ისა და  ,,VOLKSWAGEN”-ის  ტიპის მანქანებით ჩაანაცვლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების განახლებისთვის,  სამინისტროს ბიუჯეტიდან  11 მლნ ლარი გამოიყო.
    ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ამჯერად ერთი  ,,VOLKSWAGEN”-ის  ტიპის მანქანა გადასცეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება და ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, დამატებით ერთი ავტომანქანა გადაეცემა.  ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტში სასწრაფო მანქანის გადაცემის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.