საქართველოს ჩამპიონატი ჭადრაკში დასრულდა

12 მაისს მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეემა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 8,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა 8-წლიან ბიჭუნებს შორის თეიმურაზ კვიკვინიამ. აღსანიშნავია, რომ პატარა გამარჯვებული შარშანდელი 7 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა (ხობი). 8 წლის გოგონათა შორის 8 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ნია დანელია (ფოთი). 16 წლის ჭაბუკთა შორის 7 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკა ღვამბერია (ფოთი). საქართველო ვიცე-ჩემპიონობა მაია ბეჭვაიამ 6,5 ქულით 12 წლის გოგონათა შორის მოიპოვა. (ზუგდიდი) ლუკა შამუგიამ მესამე ადგილი დაიკავა საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში (ხობი). გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, პირველი ადგილის მფლობელებმა, ოქტომბერში ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსება მოიპოვეს და მათ დამატებით საჩუქრად ნოუთბუქები გადასცეს.











12 მაისს მარნეულში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს ჩვენი რეგიონის მოჭადრაკეებმა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს: 8 წლის ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თეიმურაზ კვიკვინიამ (ხობი), 8 წლის გოგონათა შორის 8 ქულით ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ნია დანელია (ფოთი). 16 წლის ჭაბუკთა შორის 7 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკა ღვამბერია (ფოთი). ასევე საქართველო ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა მაია ბეჭვაიამ (ზუგდიდი) 6,5 ქულით 12 წლის გოგონათა შორის.