მკვლელობა სოფელ თორსაში

ხობის რაიონის სოფელ თორსაში სამმა შეიარაღებულმა პირმა 75 წლის დავით ქარჩავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. 
ნიღბიანები ქარჩავების ოჯახში გაძარცვის მიზნით წუხელ, დაახლოებით 20:00 საათზე შეიჭრნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მძარცველებმა ისინი სკამებზე მიაბეს, ერთ-ერთმა მამაკაცმა გაისროლა და დავით ქარჩავა გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. შედეგად ოჯახის უფროსი ადგილზე გარდაიცვალა.

მძარცველებმა სახლიდან წაიღეს 2 500 ლარი და ძვირფასეულობა. 

კრიმინალურმა პოლიციამ ადგილზე უკვე დაასრულა მუშაობა. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!