ნორჩმა ხობელმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

2010 წლის 16-25 მარტს ქ.თბილისში ჩატარდა 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს პირველობა, რომელიც მსოფლიო და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის საგზურებს უზრუნველყოფდა. განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის ნორჩმა მოჭადრაკემ ამირან შონიამ, რომელიც 1999 წელს დაბადებული და 1 წლის უფროსთა ტურნირში ასპარეზობდა 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით გაიყო 8-12 ადგილი და მოიპოვა ევროპის 2010 წლის 12 წლიანთა საგზური, რომელიც ქ.ბათუმში 2010 წლის 19-31 სექტემბერს ჩატარდება. აღნიშნულ ტურნირში მონაწეილეობდნენ განათლების ცენტრის ნორჩი მოჭადრაკეები: 2001 წელს დაბადებულები-ლუკა შამუგია (5,5 ქულა), გიორგი ლატარია-4 ქულა, დიმიტრი ლომაია- 3 ქულა. ისინი ასაკობრივად 3 წლით უფროსებს ეასპარეზობდნენ. პარალელურად ჩატარდა ჭადრაკის სასახლის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი სხვადასხვა კატეგორიებში, სადაც გ.ლატარიამ, ლ.შამუგიამ და დ.ლომაიამ დაიკავეს 1-2-3 ადგილები და დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით.