პ ა პ უ ნ ა

  


წუთია წუთისოფელში ბოროტსა ზედა მდგარ ქვეყანაში არავის გავდი: მთელი სამყაროს სიყვარული დაგქონდა გულით, მხარბეჭიანს, სათნოს და სანდომიანს, ლაღს და ამტანს, გამგებიანს, მზრუნველს, ყველასიანს...
        არავის გავდი: შენს ფრთებს ქვეშ ამყოფებდი კეთილს თუ ამპარტავანს, სანდოს თუ შურიანს, კაცს თუ არაკაცს. მუდამ გამართულად მოარული ნამუსიანი.
    ღირებულია შენი გარდასახვაც, უჩვეულო და უსასტიკესი.

  გაგწირა იმან,  ვინც შეიფარე!

გონება?- გონება ყველაზე ძლიერი იარაღია ადამიანში, ვისაც ის არა აქვს ის იღებს ხელში იარაღს.
    შენ?- შენ ვაჟკაცი ხარ!     ის?_ ის კი ლაჩარი, მკვლელი ყველასთვის მიუღებელი.
    შენ?_ შენ იცხოვრე თავმდაბლობით, სიყვარულით, პატივისცემით.
    მან?_  მან ამპარტავნებით, შურით და ღვარძლით.

შენში მთელია ის, რაც უხრწნადია (სული).   მასში კი ის,  რაც ხრწნადი (ხორცი,)

მე?_ მე ბედნიერი ვარ, რადგანაც შენი სისხლის ვარ.

მე?_ მე ბედნიერი ვარ, რადგანაც შენია ცათა სასუფეველი.

უკვალოდ არ ჩაივლიან მოხუცი დედის მდუღარე, ზღვა ცრემლები.

უკვალოდ არ ჩაივლიან მამაზე უზომოდ შეყვარებული შვილების კითხვები რატომ? რისთვის?

უკვალოდ არ ჩაივლიან გარდაცვლილი შვილის მიმართ აღვლენილი ლოცვები.
  უკვალოდ არ ჩაივლიან თავად შენი ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად ღირებული თვისებები.

  სულმან შენმან კეთილთა შინა განისვენოს ჩვენო ფარო და მახვილო! მუდამ ჩვენთან დარჩენილო, სუფთა სიყვარულით აღვსილო!
    მთელი ცხოვრება მაოცებდა ადამიანების დამოკიდებულებები შენდამი, უდიდესი სითბო, ზღვა სიყვარული...ვფიქრობდი, ვხსნიდი, როგორ შეეძლო მიეღწია ადამიანს მსგავსი რამისთვის, თურმე სრულიად უბრალოდ, მარტივად ,,სუფთა სიყვარულით“.
    სუფთა სიყვარულს აფრქვევდი ყველგან... ამად ღირდა შენი ამ ქვეყნად მოსვლა წუთია წუთისოფელში.
    14 დეკემბერი - მეორმოცე დღეა, დღე შენი იმ ქვეყნად საბოლოოდ გარდასვლისა, გარდასახვისა, ახალ სამყაროში დამკვიდრებისა.

წმიმდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა  შენისა პაპუნას, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა , არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

  მადლობა ყველას ზღვა ცრემლებისთვის, თანადგომისთვის, პაპუნას ასეთი გაცილებისთვის!

                                                                                   შენი  მედე