პირველ მაისში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში 58 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "ლაივპრესს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, მარინე ლაგვილავამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა წყალში, შედეგად კი გარდაიცვალა.

"გულმა უმტყუნა. გამთენიისას არის ალბათ მდინარეში შესული", - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.

მამაკაცი ამავე სოფლის მცხოვრებია.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში, 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 სოფელ პირველ მაისში ხობის მერის წარმომადგენლის მარინა ლაგვილავას ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ნასვამ მდგომარეობაში გასაგრილებლად შევიდა, რა დროსაც გულმა უმტყუნა.

“ნასვამ მდგომარეობაში იყო, მდინარეში გასაგრილებლად ჩავიდა და ეტყობა გულმა უმტყუნა. მდინარეზე წავიდა ისე, რომ ოჯახის წევრებს არ გაუგიათ , რომ ვერ ნახეს მოიკითხეს და ცოტახნის წინ მეზობელმა სრულიად შემთხვევით ნახა”, – განაცხადა მარინა ლაგვილავამ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სასახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

შს სამინისტრომ ხობში მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

http://region.kvira.ge/35135/