,,მასტერ ლიგის“ გახსნითი მატჩი ხობში

 


ხობის ცენტრალურ სტადიონზე 7×7-ზე ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის, „მასტერ ლიგისგათამაშება დაიწყო.    7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – ,,მასტერ ლიგისგახსნით მატჩში ერთმანეთს  . ხობის და პატარა ფოთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

   პროექტი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმართება და მისი მიზანია  ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. პროექტში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით  644  გუნდი  მიიღებს.  რეგიონში გამარჯვებულ გუნდს ფულადი საჩუქარი გადაეცემა.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჭეიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და  მოადგილე მახარე ჩოკორაია.

    აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის  ორგანიზებით  ხორციელდება.