დაიბეჭდა წიგნი "წარსული ცხოვრების ფურცლები" მეტად საინტერესო და დიდი ცვლილებებით


 დავით ახალაიას ავტორობით  დაიბეჭდა წიგნი „წარსული ცხოვრების ფურცლები“ მეტად საინტერესო და დიდი ცვლილებებით..

წიგნი ეძღვნება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლის და სახელწმიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, ამბოხებულების მიერ 1991 წლის 30 დეკემბერს, კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის დროს მოკლულ ხობის რაიონის (მუნიციპალიტეტის) პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას ნათელ ხსოვნას.
„წარსული ცხოვრების ფურცლები“ (მეორე გამოცემა) პირველ თავში ასახულია საჯიჯაოს თემის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება, სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით , საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ, საგანმანათლებლო და რელიგიური ცხოვრების შესახებ საკითხები. მეორე გამოცემას დაემატა, ქუთაისის ცენტრალურ არქივში, ფონდებზე დაცული მასალები 1873 წლის მდგომარეობით, საჯიჯაოში, ზენში, ზუბში და მაცხოვარის-კარში მცხოვრებ სახაზინო და საეკლესიო გლეხების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია პირველად ქვეყნდება და ეყრდნობა ქუთაისის ცენტრალურ არქივში, ფონდებზე დაცულ, 1873 წლის მდგომარეობით, ზუგდიდის მაზრაში მცხოვრები გლეხების აღწერის მასალებს (დოკუმენტებს). მკითხველი იპოვის ზემოთ აღნიშნულ თემში და სოფლებში 1873 წლის მდგომარეობით მცხოვრებ ოჯახ(ებ)ის, უფროს(ებ)ის სახელს, გვარს და ოჯახის წევრების რაოდენობის (მამაკაცის და დედაკაცის) მითითებით ინფორმაციას. აღნიშნული საარქივო მასალების გაცნობა და გაანალიზება დიდად ხელს შეუწყობს და დაეხმარება ახალ და მომავალ თაობას გაარკვიონ და იცოდნენ თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები და თუ რა სოცალური სტატუსი ჰქონათ წარსულში...
წიგნში გამოყენებულია 1882, 1887, 1897, 1903, 1904, 1906, 19015, 1929 წლების, პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალები, საჯიჯაოსა და მასში შემავალი სოფლებში მცხოვრები ადამიანებზე , ყოფა-ცხოვრებაზე და განათლების საკითხებზე.
ქვეყნდება მეტად საინტერესო ცნობები ზენის, საჯიჯაოს, ზუბის, ქვალონის და ხორშის თავადების ჩიჩუების შესახებ, რაც მეტად საინტერესოს ხდის ზენის და საჯიჯაოს წარსულ ცხოვრებას და წიგნის შინაარსს.
საჯიჯაოს წარსული ცხოვრების პერიოდებზე, „კოლექტივიზაციის“ მიმდინარეობა და მის მძიმე შედეგებზე. „კოლექტივიზაციის“ მოწინააღმდეგე და დაუმორჩილებელი პირების, შინსახკომის სამეულების მიერ „გასამართლებულ“ და დახვრეტილი პირების და 1930 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ ასახულია ინფორმაცია.
მკითხველი იპოვის საინტერესო ცნობებს გლეხთა მოძრაობის ისტორიის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა სოციალური ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამეგრელოში და თუ როგორ გადაიარა ამ ბრძოლის ქარიშხალმა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მე-3 თავი ეხება სამეგრელოს სამთავროს იმ პერიოდის, როცა ბატონყმური წყობილება გრძნობდა თავისი აღსასრულის მოახლოებას, ცხოვრების განახლებას ცდილობდა სამეგრელოს ახალგაზრდა რეფორმისტი და განათლებული მთავარი დავით დადიანი. ასახულია რეფორმის გზაზე დამდგარს, დავითს თუ როგორ უნდოდა მისი ახალი მმართველობა ყველაფერს დასჩენოდა.
1856-1857 წლებში სამეგრელოს (უტუ მიქავას) აჯანყების, მომზადების, მიმდინარეობის, მისი ლიდერების და მონაწილე პირების შესახებ და შემდგომ განვითარებულ მოვლენების შესახებ. მკითხველი იპოვის საინტერესო მასალებს, ხობის რაიონის სოფლების: ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ნოჯიხევის, ქვალონის, ხორგის და ხეთის შესახებ და იმ პირებზე ვინც მონაწილეობდნენ ბატონყმური წყობილების წინააღმდეგ სამეგრელოს აჯანყებაში.
მკითხველი ასევე იპოვის ადრე საზოგადოებისათვის უცნობ და საინტერესო ცნობებს 1924 წლის აჯანყებაში, საბჭოთა ანტისაოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხობის რაიონის სოფლებიდან: ძველი ხიბულა, ახალი ხიბულა, საჯიჯაჯო, ბია, ნოჯიხევი, ხორგა და ხეთაში აჯანყებაში მონაწილე, შემდეგ დაპატიმრებულ და დახვრეტილ პირების შესახებ ინფორმაციას. ასახულია საინტერესო ცნობები, აჯანყებულების მიერ ხობის რაიონის და სოფლების აღების, კომუნისტების დაპატიმრების და მათ მიერ დროებითი მმართველობის დაწესების შესახებ. ასახულია რეალური ფაქტები სისხლისმღვრელი შეტაკებების შესახებ, ხობის რაიონის სოფლებში აჯანყებულებსა და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ჯარების ნაწილებს შორის. გადმოცემულია თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდა აჯანყების დამარცხების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმი დაპატიმრებულებს, როგორ დახვრიტეს, გადაასახლეს და ქონება ჩამოართვეს, აჯანყებაში მონაწილე და მათთან კავშირში დადანაშაულებულ ადამიანებს, როგორც ხალხის „მტრებს“.
წიგნში შეტანილია 1924 წლის აჯანყებაში, საბჭოთა ანტისაოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხობის რაიონიდან მებრძოლ, ღირსეულ რამოდენიმე პირთა ფოტოსურათები, რომელიც ისტორიულ ღირებულებას მატებს წინამდებარე ნაშრომს.
მეორე გამოცემაში შეტანილ იქნა პუბლიკაცია და მკითხველს ვთავაზობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს. (VI. თავი) საუბარია 1937-1938 წლების მასობრივ სტალინურ რეპრესიებზე. კვლევა და ანალიზი დაფუძნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ფონდებზე (დოკუმენტებზე) დაყრდნობით. ამდენად მკითხველს მეტ-ნაკლებად მიეცემა შესაძლებლობა, შეისწავლოს კრიტიკულად გაიაზროს და გაანალიზოს 1930-იანი წლების საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელი.
ასევე შეტანილ იქნა 1921-1925 წლებში, საქართველოს ჩეკაში შედგენილი და შ.ს.ს არქივში დაცული ინფორმაცია, (VII. თავი) ხობის, სენაკის რაიონებში და ასევე აფხაზეთში მოქმედი, ევტიხ სიჭინავას ბანდიტური დაჯგუფების წევრების და საქმიანობის შესახებ. ამ მხრივ აღსანიშნავია ხობის რაიონში მოქმედი აბრაგების, ბაგრატ ხონელიას და საჯიჯაოში მცხოვრები, „ჩეკას“ ყოფილი მუშაკის კაკო ქაჯაიას, დაჯგუფება.

დაჯ­გუ­ფე­ბა გა­მორ­ჩე­ულ კრი­მი­ნა­ლურ სა­ხეს ატ­არ­ებ­და, მი­სი წევ­რე­ბი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ, ამ­იტ­ომ მათ მი­ერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა სი­სას­ტი­კეც და რა­ოდ­ენ­ობ­აც გა­მორ­ჩე­ული იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტყეში გაჭრილი ბანდიტური ჯგუფების, რომლებიც ტყეებს აფარებდნენ თავს ყველას საქმიანობა არ ყოფილა მხოლოდ კრიმინალური, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკური იყო და ებრძოდნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მუდმივი რევანშის შიშში მყოფმა ბოლშევიკურმა მთავრობამ, თავისი პოზიციების გასამყარებლად კონტრევოლუციონერებად გამოაცხადა, არა მხოლოდ ტყეში გაჭრილი ბანდიტური ჯგუფები-აბრაგები, არამედ ბოლშევიკების ნებისმიერი მოწინააღმდეგე, ყველა შესაძლო ოპოზიციონერი და არასასურველი პირი.
წიგნში ასევე ასახულია მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, პრესის ფურცლებში გამოქვეყნებული დიდად საინტერესო ინფორმაცია, ხობის რაიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის და ყაჩაღების შესახებ.
მე-8 თავი ეთმობა ასევე, ისტორიულ-ლიტერატურულ დოკუმენტებზე და ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულ 1850-1873 წლების საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევას, ახალაიას გვარის წარმოშობის, საჯიჯაოში მათი დასახლების და ახალაიების გვარის ტრადიციულ დღესასწაულს „ჯარალუას“ შესახებ.