ახალ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერი გაეცნო

 


🔹ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

🔹„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გაშფერდში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ზუბში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

🔹სკვერის კეთილმოწყობაზე -12988 ლარი, ხოლო ბაღის რეაბილიტაციაზე - 13101 ლარი დაიხარჯება.

🔹სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

🔹სამშენებლო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

🔹წელს ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.