პირველ ხორგაში ბაღი აშენდება

 


   ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 542 678 ლარია.

   ამჟამად საბავშვო ბაღი ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, რომელიც ამორტიზებულია.  თანამედროვე სტანდარტებით  აშენებული  საბავშვო ბაღი  30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

   ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ორი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდს და მიმდინარეოებს ერთის მშენებლობა.