ძველ ხიბულაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

 


🔹ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
🔹ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12997 ლარს შეადგენს.
🔹სამუშაოზე ოთხი ადგილობრივია დასაქმებული.
🔹სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
🔹პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
🔹წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.