ბიაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტში ბია-საჯიჯაოს დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. გზის მშენებლობაზე 2.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
პროექტის შესაბამისად: დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსაცდელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები და ეზოებში შესასვლელები.
გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა კეთილმოწყობილ გზაზე, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება.