"თეთრი ხალათების" აქციას ხობელი ექიმებიც შეუერთდნენ


18 ნოემბერს 12 საათზე  ხობში არსებული  კლინიკა ,,ევექსი,,  და კლინიკა ,,მკურნალის,, ექიმები შეუერთდნენ ,,თეთრი ხალათების,, აქციას.
"სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს! თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს!" - მოითხოვეს აქციის მონაწილეებმა.
ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ახალგორის ტერიტორიაზე დააკავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ცხინვალის სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კლინიკა ევექსის ექიმები

სტომატოლოგიური კაბინეტის ექიმი ირაკლი ჩიტაია და ასისტენტი ნინო ნადარაია