ზემო ქვალონში კეთილმოწყობილი ბაღი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ ზემო ქვალონში, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ. საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც 50 ათას ლარამდე დაიხარჯა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 2019 წელს, ბიის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, პატარა ფოთის და ნოჯიხევის საბავშვო ბაღებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები; ხოლო ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 60 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი შენდება.