ხობელმა მოსწავლემ ევროპის ახალგაზრდულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა


ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მერაბ დოლბაიამ ევროპის ახალგაზრდულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა. ევროპის ახალგაზრდული ამბასადორიალის მიზანია ევროკავშირის პოლიტიკის პრიორიტეტების გაცნობა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გამოწვევების შესახებ ევროპარლამენტარებისა და ევროპელი ექსპერტების ლექციებზე დასწრება. 
პროექტის მონაწილეები ვიზიტით ეწვივნენ საერთაშორისო უწყებებს ჰააგაში და ევროპის პარლამენტს ლუქსემბურგში. 
მერაბ დოლბაიამ ევროპის აკადემიური ცენტრის პროექტში - „ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018“  ამბასადორიალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ხობელ მოსწავლეს გადაეცა ევროპარლამენტის საერთაშორისო სერტიფიკატი.