ახალგაზრდების საერთაშორისო დღე ხობში!

ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ვიქტორინითა და საინფორმაციო კამპანიით გამოეხმაურა ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შექმნილი ხობის ახალგაზრდული ჯგუფი.
🖍ღონისძიება ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა და მას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
🖍ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლების მიერ ჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების მონაწილე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, გამარჯვებულებს კი ორგანიზაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
🖍საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიების ორგანიზებისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდულ ჯგუფს ხობში, განსაკუთრებით კი ორგანიზაციის თანასწორ-განმანათლებლებს Levan Buskandze-სა და ლევანი თოდუა-ს.
🖍შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“
#უსაფრთხოსივრცეახალგაზრდებისთვის #12აგვისტო#ახალგაზრდებისსაერთაშორისოდღე #ჰერაXXI
#SafeSpace4Youth #12August #YouthDay #HERAXXI