მოსახლეობას გამოკვლევები უფასოდ უტარდება


 „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა ხობის მუნიციპალიტეტში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით საპილოტე პროგრამას ახორციელებენ.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ანალიზი უფასოდ ჩაიტაროს. დღეის მდგომარეობით გამოკვლევა ჩაუტარდა 270 მოქალაქეს.
პროგრამის 1 აპრილს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.