სამართლებრივი და პიროვნული განვითარების შესახებ ტრენინგი ჭალადიდში


საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგს მართავს. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების შესახებ ტრენინგის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. 
ტრენინგების თემებია: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტის წერა.
პროექტის მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერთიფიკატები.