ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გამრიცხველიანების სამუშაოებს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ზემო ქვალონში მიმდინარეობს 0,4 კვ-ის ქსელის სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები. სულ გამრიცხველიანდება 216 აბონენტი. რეაბილიტაციის შედეგად შეიცვლება 12 კმ-ის სიგრძის სადენი და 206 ცალი საყრდენი. ასევე, პარალელურად ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების სამონტაჟო სამუშაოები.
ზემო ქვალონში გამრიცხველიანების პროცესი ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება.