„კოკა-კოლას თასი - 2016” ხობში

10 მაისს, ქალაქ ხობში  გაიმართა “კოკა-კოლას თასი - 2016”  გათამაშება მინი-ფეხბურთში საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით. გათამაშებაში 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2000-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები იღებდა მონაწილეობას. 
ვაჟებს შორის ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო გოგონათა შორის პირველი ადგილი ახალსოფლის სკოლის გუნდმა დაიკავა. 
გამარჯვებული  გუნდები “კოკა-კოლას თასი - 2016” -ს რეგიონულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.