ხობელი მოსწავლე ტურნირის გამარჯვებული გახდა

17 აპრილს ქალაქ ზესტაფონში მ. სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ივანე კოსინენკოს სახელობის ტურნირი ტაეკვონდოში 1999-2001 წლებში დაბადებულთა შორის.

33 კილოგრამ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  სასპორტო სკოლის მოსწავლე ქრისტინა ბუკიამ,  ხოლო 48 კილოგრამ  წონი კატეგორიაში  გივი შანავა და 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში  გურამ ალექსანდრია  III ადგილზე გავიდნენ (მწვრთნელ-მასწავლებელი პაატა ოჩიგავა).