ბიის საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

17 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობისწყალზე მშენებარე საცალფეხო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერეს. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 68 144 ათასი ლარია შპს „შარა გზამშენ პირველი“ ახორციელებს. სამუშაო სამ დღეში დასრულდება.