პროექტ ,,სუფთა ხელების“ პრეზენტაცია


16 თებერვალს ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფში ჩატარდა პროექტის ,,სუფთა ხელების“ პრეზენტაცია, სატელევიზიო შოუს ,,ექიმების“ ფორმატში. პროექტის მიზანი იყო აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის დაცვა და შესაბამისი უნარ-ჩვევბის გამომუშავება.
პრეზენტაციას ესწრებოდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი ბატონი ჯუმბერ ტურავა და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ექიმ-პედიატრი მარინე შონია, რომლებმაც ისაუბრეს და იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა ხელები, და რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ხელების უსუფთაობას, უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს.