წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

 თოფის ხმა გაისმა, ჩემი ხორცი თუ ყური მიეჩვია იმ სულისშემძვრელ ხმას,რომელიც კაცის სიკვდილს მოასწავლებდა.
ძნელია  იცხოვრო შიშის ქვეშ , გეშინოდეს სიკვდილის,რომელიც თან გსდევს , მაგრამ ძნელად მოსასვლელ გზას გამოდის შენამდე. ცხოვრება არ არის ადვილი,ძნელია ტანკის გვერდით სიცოცხლე,ყოფა იმ საგნის გვერდით, რომელიც შეიძლება გახდეს დასასრულის სიკვდილის მიზეზი.რამდნჯერაც მინატრია წერტილის დასმა ყოველივეზე(თავის მოკვლა) თითქოს ბოლო წამს ხელ-ფეხი მეკვრებოდა და თავს ვეუნებოდი შევძახოდი ,,ეს შეიძლება არ იყოს სასიკეთო შენი სულისთვის „ ამ წუთისოფელზე ფასეული რაღაცისთვის ვიღწვი -რისთვის ? სუფთა სულისთვის და კაცობისთვის.
მიხარია  მზიანი დღის გათენება, შემზარავია  რუხ ფერთა დომინირება ცაზე. ეს ფერი ცუდ განცდებთან არის დაკავშირებული ჩემთვის: ,ტირილთან ,გოდებასთან,ახლობლის დაკარგვასთან.ჩემი ცხოვრება ქვიშის საათს ჰგავს, რომელიც ადრე თუ გვიან დაიცლება და უკუნს მიეცემა .რთულია ომში  გამარჯვება გიხაროდეს, ომში სადაც  არ იბრძვი ერთი ფეხისადგამო.განსხვავებით მარცხენა ფეხისა ,რომელსიც არ მაქვს ,მარჯვენას სურს გადაადგილება მზიან თუ წვიმიან ამინდში.როდესაც ასე ახლოა სიკვდილი მაგონდება დედა ,რომელიც  დიდ მონდომებას დებდა ჩემს მომავალში , მამა რომელიც წარმოსახვაში კარგ ადამიანად მესახებოდა. პირველი სიყვარული , მოპარული ვაშლის გემო, რომელიც არ მიეცემა დავიწყებას მსგავსად დედის პირველი კოცნისა და წიგნის პირველი გადაშლილი ფურცლის სუნისა რომელიც ტკბილ მომავალს  მიქადიდა.
თოფის ხმა გაისმა,ჩემმა ხორცმა შეიგრძნო ის უცნაური ტკივილი.სიკვდილის ტყვია უდარდელად მოემართებოდა ჩემამდე და წყვეტდა იმ ფასეულ და ტკბილ ნექტარს, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.ბოლოჯერ დავინახე მზიანი დღე, რომელიც უკვე მზად იყო რუხი ფერისთვის დაეთო ცა...
ანრი შენგელია, 15 წლის, ხობის პირველი საჯარო სკოლა 
http://1tv.ge/ge/blog/view/117805.html