ბიუროს შეხვედრა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში


ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია თანამშრომლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს გააცნეს ის ინიციატივები და პროექტები, რომელიც გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, მოისმინეს კითხვები, რომელიც მოსახლეობას დეპუტატთან ჰქონდა. თითოეული კითხვა და პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის ორგანოებთან ერთად განიხილება და აუცილებად შესაბამისი რეაგირება მოხდება.

გოდერძი ბუკიას ბიურო ხობის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდება მოსახლეობას, გააცნობს ახალ პროექტებს და მოისმენს არსებულს განსახილველ საკითხებს.