შეხვედრა ფერმერებთან

დღესხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლიანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტის  წარმომადგენლები ფერმერებს შეხვდნენ.
    შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მისინ მიზანი იყო მცირე ფერმერთა ცოდნის გაღრმავება და ინფორმირებულობა თხილის პირველადი წარმოების, ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რამა საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს  თხილის ხარისხ გაუმჯობესება  და მოსავლიანობის გაზრდა.
    მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ინტერესი ქართული თხილის მიმართ და სწორად დაგეგმილი გრძელვადიანი ხედვა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ცალკეული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მთლიანად ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

   შეხვედრას  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო- ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.