საზეიმო წირვა ცოტნეობის დღესასწაულზე

დღეს, 12 აგვისტოს ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც უძველესი მონასტრის კედლებზე ცოტნე დადიანის ერთადერთი ფრესკაა შემორჩენილი და დადიანთა საგვარეულო აკლდამაა აღმოჩენილი ,, ცოტნეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
  ცოტნეობის დღესასწაულზე წირვას დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მეუფე გრიგოლმა  მრევლი, პარიზში, მილანში, ფლორენციასა და მადრიდში მოღვაწე ახალგაზრდა მამები დალოცა და ქართველ ემიგრანტებთან ერთად მათ  სამშობლოში დაბრუნება უსურვა.
  საზეიმო წირვას პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.