ჭადრაკი


თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის I ლიგის ტურნირი 8 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის,  სადაც მონაწილეობდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლე ნიკა ბუკია, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატის მონაწილეთა ათეულში მოხვდა . 
ამ შედეგით ნ. ბუკია უმაღლესი ლიგის საგზურსაც დაეუფლა. უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი გაიმართება 3-12 მაისს ქ. მარნეულში.