ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“



ტრადიციულად, რამდენიმე წელია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ინტელექტუალური ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლეთა შორის ტარდება ინტელექტუალური კონკურსი; „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლე. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში, V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში იმართება.
8 აპრილს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა მორიგი რაიონული კონკურსი. თითოეული გუნდი შედგებოდა შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან. უმცროს საკობრივ ჯგუფში რაიონული ტურის გაიმარჯვებული გახდა პირველი მაისის საჯარო სკოლა, ხოლო უფროს ასაკობრივ ჯგუფში, ქალაქ ხობის N 2 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვება მოუტანა გუნდის კაპიტანმა ,ამავე სკოლის მოსწავლემ: ცოტნე გუჩუამ.
კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, მონაწილე სკოლებმა წარმოადგინეს საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები. გვინდა ვუსურვოთ წარმატებები,მათ შემდგომ ეტაპზე