დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე აღინიშნება

   
  მართლმადიდებლური სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.
     წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხდა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.
    ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში პირველი მაისის თემში არსებულ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის  ტაძარში, დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ აღავლინა. ტრადიციულად ამ დღეს მშობლებს ტაძრებში ბავშვები მიჰყავთ. ეს დღე ასევე   ბავშვების დალოცვის დღეა.
     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავს დღევანდელ დღეს.