შეხვედრა რწმუნებულებთან



დღეს, 5 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ ჯობავა მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დებულებით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებსა და პრობლემათა და საჭიროებათა ბაზის შექმნას შეეხო. ედიშერ ჯობავამ დასვა საკითხი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით:

1. თემის სასოფლო-სამეურნეო ანალიტიკური საინფორმაციო ბაზის შექმნის მიზნით რწმუნებულებისგან შესაბამის მონაცემთა წარმოდგენა.
2. თავისუფალი და პრივატიზებული მიწების სრული ჩამონათვალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (თემში შემავალი სოფლების, უბნების, კონკრეტული მდებარეობისა და ფართობის მითითებით). პრივატიზებული მიწის შემთხვევაში მფლობელის ვინაობის მითითებით.
3. სოფლებში არსებული ტექნიკური საშუალებების, ტექნიკის აღრიცხვა.
4. ინვესტორების, მეწარმეების, ფერმერების აღრიცხვა, მათი საქმიანობის ანალიზი და პასუხისმგებელ პირთან კონტაქტი.
5. თემები და სოფლებში საოჯახო მეურნეობით, ფერმერული საქმიანობით დაინტერესებულ პირთა სია საქმიანობის სრული აღწერით, მათ შორის კერძო მფლობელობაში შემავალი ფართობისა და დასაქმებულ პირთა რაოდენობის მითითებით.
6. პრობლემათა და საჭიროებათა ბაზის შექმნა.
შეხვედრაზე განხილული საკითხები ითვალისწინებდა საინფორმაციო ბაზის შექმნას თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, რომელშიც ასახული საკითხები გადაჭრა დროულად გასცემს პასუხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დაისახა სამუშაო გეგმები, რომელიც 15 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.