„არტ–გენი 2013“

    
14 ივლისს, ქ. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოლკლორული ფესტივალის „არტ-გენი 2013“ დასკვნითი ნაწილი გაიხსნ.
მუზეუმის ტერიტორიაზე თავ მოიყარა ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის იყვნენ სამეგრელოს წარმომადგენლები  ხობის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი „კოლხეთი“ და ქალთა ტრიო.
    აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ფესტივალი ირჩევდა ძირითად თემას, წელს კი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, „არტ-გენი 2013“  ქართულ პოლიფონიასა და მრავალხმიანობას ეძღვნებოდა.

   „არტ-გენი 2013“-ის რეგიონალური ფესტივალი 4 ივლისს, თელავში, ნადიკვარის პარკში გაიხსნა, ხოლო 7 ივლისს მარტვილში, სოფელ სალხინოში გაგრძელდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იქნა წარმოდგენილი.
    ფესტივალი „არტ-გენი“ წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 10 წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება. დღესდღეობით „არტ-გენი“ წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.